ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა


დიდმა ბრიტანეთმა 31 იანვარს, ლონდონის დროით 23:00 საათზე, ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ეკონომიკური ბლოკის წევრი დიდი ბრიტანეთი 47 წლის განმავლობაში იყო.

გაერთიანების ოფიციალურად დატოვებამდე ერთი საათით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანელებს მიმართა.

"ბევრისთვის ეს გასაოცარი, იმედიანი წუთებია, მომენტი, რომელზეც ფიქრობდნენ არასდროს დადგებოდა. რა თქმა უნდა, ბევრს შფოთვის და დანაკარგის განცდა აქვს" , - თქვა მან. "ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა ითქვას დღეს არის ის, რომ ეს არაა დასასრული, ეს დასაწყისია. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენს დიდ ეროვნულ დრამაში განთიადი დგება და ახალი მოქმედებისთვის ფარდა იხსნება", - დაამატა მან.

ევროკავშირიდნ გასვლის პროცესი 2021 წლის იანვარში დასრულდება. იქამდე 11 თვიანი გარდამავალი პერიოდი იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში ბრიტანეთი ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსურ კონტრიბუციას და ევროკავშირის წესების დაცვას გააგრძელებს.

ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მოლაპარაკებები სამ წელზე მეტი გაგრძელდა. ბრიტანელებმა ევროკავშირის დატოვებას მხარი 2016 წელს, 23 ივნისის რეფერენდუმით დაუჭირეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG