ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მამაკაცი, რომელსაც ბრიტანეთის პარლამენტში ჩინეთისთვის ჯაშუშობაში ადანაშაულებენ ამბობს, რომ უდანაშაულოა


დიდ ბრიტანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. დაკავებული დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მუშაობდა. მან ადვოკატების დახმარებით საზოგადოებას უთხრა, რომ „სრულიად უდანაშაულოა“ და მას მხოლოდ ერთი ამოცანა ჰქონდა- ესწავლებინა სხვებისთვის ჩინეთის შესახებ.

„მე იძულებული ვარ ვუპასუხო მედიის ბრალდებებს, რომ ჩინელი ჯაშუში ვარ, ეს არასწორია. არასწორია, რომ მე მქონდეს ვალდებულება რაიმე სახის საჯარო კომენტარი გავაკეთო არასწორ ინფორმაციაზე, რომლის გავრცელებაც მოხდა“,- ამბობს ბრალდებული. დაკავებულის განცხადება ადვოკატმა ბრინბერგ პირსმა გაავრცელა.

დაკავებულის ვინაობას, როგორც წესი პოლიცია მანამ არ ასაჯაროებს სანამ ის ეჭვმიტანილია, მამაკაცის ვინაობა არც ადვოკატების მიერ გავრცელებულ წერილშია დაკონკრეტებული.

„სრულიად უდანაშაულო ვარ. ჩემი კარიერა გავატარე იმის მცდელობაში, რომ სხვებისთვის მესწავლებინა ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან მომდინარე გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ“ - წერს ბრალდებული მამაკაცი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თანამშრომლის სავარაუდოდ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის შესახებ საკითხი წამოიჭრა დიდი ოცეულის სამიტზე, მაშინ როცა რიში სუნაკი ჩინელ კოლეგას ხვდებოდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრები ამბობენ, რომ პრობლემური საკითხები ქვეყნებს შორის ურთიერთობებს არ დააზარალებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG