ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდმა ბრიტანეთმა რუს ოლიგარქებს მორიგი სანქციები დაუწესა


ბრიტანეთმა რუსი ოლოგარქების წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა. ამჯერად, მიზანში ის კომპანიები ამოიღეს, რომლებიც რომან აბრამოვიჩისა და ალიშერ უსმანოვის "ფინანსური დამკვეთები" იყვნენ. ეს დიდი ბრიტანეთის საპასუხო სანქციების უახლესი ნაწილია, რომელიც რუსი ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ბრიტანეთის საგაერო საქმეთა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შეზღუდვების მიზანია, არ მისცენ ორ რუს ოლიგარქს იმის საშუალება, რომ ფინანსურ სანქციებს კონკრეტული კომპანიების დახმარებით, თავი აარიდონ.

"ჩვენ ვხურავთ ქსელს რუსული ელიტისთვის და ყველასთვის, ვინც ეცდება რომ მათ ფულის დამალვაში დაეხმაროს",- განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. "ჩვენ გავაგრძელებთ მათი იმ აქტივების ჩამორთმევას, რომლებიც წარმატებულად დამალული ეგონათ",- ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის განცხადებით, სანქციები დაუწესეს დემეტრეს იოანიდესსა და ქრისტოდულოს ვასილიადესს, ორ კვიპროსელს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისინი "პროფესიონალი დამხმარეები" არიან, რომლებიც რუს ოლიგარქებს დაეხმარნენ ე.წ. ოფშორულ ქვეყნებში ფულის გადამალვაში.

გასული ერთი წლის განმავლობაში, ბრიტანეთმა მილიონობით ფუნტის ღირებულების აქტივების გაუყინა 1,550-ზე მეტ რუს პირსა და 180 კომპანიას. ქვეყანაში ამბობენ, რომ სანქციები გაგრძელდება, ვინაიდან რუსეთი უკრაინაში ომს არ წყვეტს.

XS
SM
MD
LG