ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა მოხალისეებზე "კოვიდ" სამედიცინო ცდების ჩატარების ნებართვა გასცა


ოთხშაბათს, ბრიტანეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მაღალი დონის სამედიცინო კვლევის მიზნით, მოხალისეების “კოვიდ” ვირუსით დაავადების ნება დართო.

მთავრობამ განაცხადა, რომ ცდებში, რომელიც ერთ თვეში დაიწყება, 90-მდე ჯანმრთელ, 18-30 წლის ასაკის მოხალისეს უსაფრთხო და მართულ გარემოში “კოვიდ-19” ვირუსით დაასნებოვნებენ, რათა ადამიანზე ვირუსის ზემოქმედება კარგად შეისწავლონ.

იმისთვის, რომ ცდები შეძლებისდაგვარად უსაფრთხო იყოს, ვირუსის ახალი ვარიანტის ნაცვლად გამოიყენებენ იმ ვერსიას, რომელიც ინგლისში 2020 წლის მარტიდან ვრცელდებოდა.

კვლევის თავდაპირველი მიზანი იქნება ვირუსის უმცირესი რაოდენობის დადგენა, რომელსაც ინფექციის გამოწვევა შეუძლია. შემდეგ, ვირუსით დასნებოვნებამდე, მოხალისეებს ვაქცინის კანდიდატებით აცრიან.

მოხალისეები კვლევაში მონაწილეობისთვის გასამრჯელოს მიიღებენ.

ბრიტანეთის ბიზნესის სახელმწიფო მდივანმა კვასი კვარტენგმა თქვა, რომ კვლევა ხანგრძლივი პერიოდისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ვაქცინების მოძებნას დაეხმარება.

კვლევაში მთავრობის ვაქცინების სამუშაო ჯგუფი, ლონდონის იმპერიული კოლეჯი, ლონდონის სამეფო უფასო საავადმყოფო და კლინიკური კომპანია “hVIVO” მონაწილეობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG