ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანული სოსისი: საკამათო თემა ლონდონსა და ბრიუსელს შორის


საფრანგეთის ევროპის საკითხების მინისტრმა, კლემენტ ბონმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკანასკნელი დაძაბულობა „ბრექსიტის“ გარშემო, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ევროკავშირს შორის, გაერთიანებისთვის ერთგვარი „ტესტია“.

ლონდონსა და ბრიუსელს შორის დაპირისპირება, კვირას, დიდი შვიდეული სამიტზეც იქნა განხილული. ბრიტანელებმა ფრანგებს ბრალი დასდეს „შეურაცხმყოფელ“ შეფასებაში, რომ ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის ნაწილი არაა.

„ბატონი ჯონსონი ფიქრობს, რომ შეგიძლია დადო შეთანხმება ევროპელებთან ისე, რომ მათ არ აფასებდე და ამაზე ევროპა პასუხს არ გასცემს. ეს ევროპისთვის ტესტია“, - განუცხადა ბონმა რადიოს „ევროპა 1“. „მე მივმართავ ბრიტანელ ხალხს, [ბრექსიტის] ვალდებულებები უნდა შესრულდეს... თუ ეს ასე არ იქნება, საპასუხო ზომები იქნება მიღებული“, - დაამატა მან.

სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას, ჯონსონმა მას ჰკითხა, თუ როგორი იქნებოდა მისი რეაქცია, თუ ტულუზური სოსისი პარიზის ბაზრებზე ვერ გაიყიდებოდა. ჯონსონი ცდილობდა ბრიტანეთის უკმაყოფილების ილუსტრაციას იმაზე, რომ ევროკავშირი ბრიტანეთს ხელს უჩრდის ჩრდილოეთ ირლანდიაში ხორცის გაყიდვაში.

„ჩრდილოეთ ირლანდიაში სოსისის იმპორტი პრობლემაა... რატომ? იმიტომ, რომ როცა ევროკავშირს ტოვებ, გექმნება [სავაჭრო] ბარიერები“, - თქვა ბონმა. „მე ვერ ვეტყვი ფრანგებს ან ევროპელებს, რომ ბრიტანეთს შეუძლია, [ევროკავშირის წევრის] ირლანდიის გავლით, გაყიდოს პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, კონტროლის გარეშე... ბრექსიტს აქვს მისი შედეგები“, - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG