ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფიცირება ბრიტანეთში ისევ გაიზარდა, რასაც ინდოეთში ნაპოვნ ვარიანტს უკავშირებენ


ბრიტანეთში, ბოლო ერთი თვის მანძილზე კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ხუთშაბათს დადასტურებულად ინფიცირების 2 874 შემთხვევა აღირიცხა, რაც ქვეყანაში 19 აპრილიდან მოყოლებული, ერთი დღის მანძილზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მონაცემია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბრიტანეთში მკვეთრად იზრდება კორონავირუსის იმ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები, რომელიც პირველად ინდოეთში იპოვეს. ამ კვირაში B.1.617.2 ვარიანტით ინფიცირების 2 111-ით მეტი შემთხვევა აღირიცხა, ვიდრე წინა კვირაში - აცხადებს ლონდონი. ბრიტანელი ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ ინდოეთში ნაპოვნი B.1.617.2 ვარიანტი გაცილებით უფრო გადამდებია, ვიდრე ის, რომელიც ქვეყანაში დომინირებს.

თუმცა, ვაქცინაციის სწრაფი ტემპების წყალობით, ბრიტანეთის საერთო მაჩვენებლები ეპიდემიის განვითარების ფონზე, მაინც დაბალია. ჰოსპიტალიზაციის მონაცემები სექტემბრის შემდეგ, ხუთშაბათს ყველაზე დაბალი იყო. ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG