ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ახალი კანონი ფულის გათეთრების წინააღმდეგ


ბრიტანეთმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს და მათ, ვინც სავარაუდოდ, კორუფციით მიღებული ფულით უძრავ ქონებას ყიდულობს, საკუთარი შემოსავლის წყაროების განმარტებას ავალდებულებს.

„განუმარტავი ქონების ბრძანებას“ დადებითად აფასებენ აქტივისტები, რომლებიც ამ კანონის მისაღებად გამართულ კამპანიაზე მუშაობდნენ. მათი განცხადებით ბრიტანეთის დედაქალაქი გლობალური ფულის გათეთრების ცენტრია.

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭირვალობა“ ბრიტანელ სამართალდამცავებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია იმ ხუთი უძრავი ქონების შესახებ, რომელიც შესაძლოა ფულის გათეთრების შემთხვევას უკავშირდებოდეს. ამ მასალებზე დაყრდნობით, პოლიციას გამოძიების დაწყება დაუყოვნებლივ შეუძლია. ხუთიდან ორი სახლი, რომელიც მდინარე თემზას გადაყურებს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს იგორ შუვალოვს ეკუთნის. მის მიერ დეკლარაციაში განცხადებული ყოველწლიური შემოსავალი 157,000 დოლარია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG