ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი 2021 წელს ერთიანი ევროპის გარეთ შეხვდა


თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ერთიან ევროპას გამოეყო და 2021 წელს ცხოვრებას დამოუკიდებლად, ცალკე იწყებს. ბრექსიტი წარმატებით დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ტოვებს ევროპის ერთიანი ბაზრის სავაჭრო წესებს.

ბრექსიტის პროცესი დიდმა ბრიტანეთმა 2016 წელს დაიწყო და დასრულდა 31 დეკემბერს ღამის 11 საათზე. შესაბამისად, ბრიტანეთი 48 წლის შემდეგ, იხსნის ვალდებულებას, დაიცვას ბრიუსელის მიერ დაწესებული კანონები.

2021 წლიდან, 500 მილიონზე მეტ ადამიანს თავისუფალი უვიზო გადაადგილება ბრიტანეთსა და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის შეუწყდა. ათწლეულების შემდეგ, საზღვრებზე მკაცრი საბაჟო შემოწმება ბრუნდება.

"ჩვენი მომავალი; ჩვენი ბრიტანეთი; ჩვენი ბედი; თავისუფლება"- ამ სიტყვებით იწყება ათობით ბრიტანული გამოცემის ტექსტი და სათაური. საახალწლო გამოცემების მთავარი თემა გაერთიანებულ სამეფოში სწორედ ბრექსიტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG