ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო უგანდას აფრთხილებს


სალეჩოს ცნობით, უგანდის დედაქალაქ კამპალაში "უესტგაიტის სტილის თავდასხმა" იგეგმება

უგანდის პოლიცია მობილიზებულია მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების საელჩომ გაფრთხილება გაავრცელა, რომელშიც გასულ თვეში კენიაში მომხდარი ტერორისტული აქტის მსგავსი თავდასხმის შესახებ საუბრობს.

პოლიციის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ყველა ოფიცერი პოზიციაზე იმყოფება.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, ცნობილი გახდა , რომ უგანდის დედაქალაქ კამპალაში "უესტგაიტის სტილის თავდასხმა" იგეგმება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საელჩო ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას უგანდის მთავრობას გადასცემს, მაგრამ თავდასხმის სავარაუდო დრო და ადგილი უცნობია.
XS
SM
MD
LG