ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის „ღია პირველობისთვის“ ბრძოლას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები შეძლებენ


ნიუ-იორკი სექტემბერში ამერიკის ღია პირველობისთვის ემზადება ჩოგბურთში. არსებული ინფორმაციით, ჩოგბურთის პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას რუსი და ბელარუსი სპორტსმენებიც მიიღებენ. თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება რუსეთის სახელისა და სიმბოლოების გამოყენების. შესაბამისად, სპორტსმენები რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩემპიონატში მონაწილეობას ნეიტრალური დროშით მიიღებენ.

გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა 14 ივნისს მიიღეს. მანამდე, „უიმბლდონის“ ჩემპიონატზე არ დაუშვეს რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, ეს იყო ჩემპიონატის ორგანიზატორების გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ იქნა მიღებული.

უიმბლდონის ჩემპიონატის ორგანიზატორების გადაწყვეტილება, პროფესიულ წრეებში მალევე შეფასდა როგორც უსამართლო.

ნიუ-იორკში პრესტიჟულ საჩოგბურთო ჩემპიონატს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაცია მართავს. ორგანიზაციამ უკრაინაში რუსეთის ომი არაერთხელ დაგმო და მას „არაპროვოცირებული“ და „უსამართლო“ უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG