ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემია თეთრი სახლის საიმიგრაციო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს


აშშ-მა სავარაუდოდ გადადო სადავო, გაძევების პოლიტიკის ნაწილობრივი უკუგდებიდს გადაწყვეტილება. ამ ინფორმაციას, სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი" ავრცელებს. წყაროების თქმით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, შესაძლოა პანდემია იყოს, კერძოდ დელტა ვარიანტის მაღალი გავრცელება.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავდა, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე ჩასული ოჯახები დეპორტაციის პოლიტიკისგან გათავისუფლდებოდა, თუმცა შენარჩუნდებოდა ინდივიდუალურ პირებზე.

ეს ნაწილობრივი უკუგდება შეფერხდ. ადმინისტრაციამ „დაამუხრუჭა“, რადაგან შეშფოთებულია მექსიკაში კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების მაღალი დონის გამო - ამბობს „როიტერთან“ საუბრისას ერთ-ერთი წყარო.

აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მწვავე ზეწოლას განიცდიდა ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებიდან, თავად დემოკრატებიდან, მიგრანტთა დაცვის ჯგუფებისა და გაეროს ლტოლვილთა წარმომადგენლობის მხრიდან, რათა დაესრულებინა პრეზიდენტ ტრამპის ეპოქის საიმიგრაციო პოლიტიკა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი რისკავს მიგრანტების მხარდამჭერი მოკავშირეებისა და საკუთარი პარტიის წევრების განწყობებს, თუ გააგრძელებს „Title 42”-ის შენარჩუნებას - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველაზე შემზღუდავ საიმიგრაციო პოლიტიკას.

თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ საკი აცხადებს, რომ „Title 42” დარჩება, “ვიდრე ამის რეკომენდაცია ჯანდაცვის და მედიცინის ექსპერტებისგან იქნება“. მან იქვე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციას „Title 42-ის“ დასრულების თარიღი საჯაროდ არასდროს განუსაზღვრავს.

XS
SM
MD
LG