ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური პარტიის დილემა


ფოტოზე რესპუბლიკელი კონგრესმენი, ლიზ ჩეინი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად. 27 მარტი, 2017 წელი.

რესპუბლიკურ პარტიაში არსებული ღრმა განხეთქილება, მიმდინარე კვირაში აშკარა ყურადღების წენტრში მოექცა - ერთი პარტიის ორი წარმომადგენლის, ლიზ ჩეინისა და მარჯორი ტეილორ გრინის პოლიტიკურ აზრთასხვადასხვაობის ფონზე. წარმომადგენელთა პალატის ორი წევრი, რომელებსაც საერთო მხოლოდ სამსახურის მისამართი აქვთ.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები უკვე მსჯელებოდნენ, დაესაჯათ თუ არა პარტის ლიდერთა #3 წევრი, ლიზ ჩეინი, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემის გამო. სწორედ ამ დროს, ტელეკომპანია „სი-ენ-ენის" ეთერში, მარჯორი ტეილორ გრინის მიერ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განთავსებული პოსტი გამოჩნდა. გრინი, ონლაინ პოსტში, მხარდაჭერას გამოხატავდა დემოკრატების, მათ შორის წარმომადგენელტა პალატის დემოკრატი სპიკერის, ნენსი პელოსის „სიკვდილით დასჯის“ იდეის მიმართ.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილი ერთ-ერთი იყო იმ 10 რესპუბლიკელს შორის, რომლებმაც წარმომადგენელტა პალატაში, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა და ბრალი „ღალატში“ დასდო.

გრინი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში, პირველი ვადით ჯორჯიის შტატის წარმომადგენელია, ღიად გამოხატავს მხარდაჭერას QAnon შეთქმულების თეორიის მიმართ. იმპიჩმენტის კენჭისყრის დღეს, გრინი დემოკრატებს ყველაფერში სდებდა ბრალს, - საიმპიჩმენტო ხმებით დაწყებული, წარმომადგენელთა პალატის შესასვლელში, მეტალო დეტექტორის განთავსებით დასრულებული.

მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში თავისვე პოსტების შესახებ განცხადება გააკეთა. გრინს არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარი ტელეკომპანია „სი-ენ-ენის" ეთერში მოხვედრილ „ტვიტზე“ იყო, მაგრამ თქვა, რომ სოციალურ მედიაში განთავსებული ზოგიერთი მისი პოსტი, „მის მოსაზრებებს არ წარმოადგენდა“. რესპუბლიკელმა კონგრესმენა, „სი-ენ-ენი“ მიზანმიმართულ ქმედებაში დაადანაშაულა.

იმის არჩევით, გამოთქვამენ საყვედურს თუ მხარდაჭერას, რესპუბლიკელებს შეუძლიათ მკაფიო გზავნილი ჰქონდეთ, - სურთ ტრამპის ეპოქაზე უარის თქმა, თუ ფსონს აორმაგებენ.

„მიდმინარე მოვლენების გათვალისწინებით, ისინი ყველანი შეშინებულნი არიან - ამის მიზეზი ნამდვილად აქვთ“ - ამბობს დაგ ჰეი, რესპუბლიკური უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, ერიკ კანტორის თანაშემწე.

თუ რესპუბლიკელები მკაცრად გააკრიტიკებენ თავიანთ ლიდერთაგან ერთ-ერთს, ლიზ ჩეინის, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის გამო, და ამ ფონზე, გრინის განცხადებებსა და ქმედებებზე რეაგირება არ იქნება, -„ძალიან გრძელი განმარტება იქნება საჭირო იმის ასახსნელად, თუ რისი იმედი აქვთ და რის მიღწევას ცდილობენ რესპუბლიკელები ახლა და მომდევნო წლებში“ - აცხადებს დაგ ჰეი.

გრინმა განსაკუთრებული ცნობადობა მაშინ მოიპოვა, როცა გასულ წელს, კონგრესში QAnon-ის კამპანია წამოწყო, შეთქმულების თეორიის, რომლის მიხედვით, დემოკრატები პედოფილთა კლანის წევრები არიან.

„საოჯახო“ შეხვედრა

დაგ ჰეი, რესპუბლიკული პარტიის წარმომადგენლებთან გამართული პირადი საუბრების შესახებ აცხადებს და ამბობს, რომ ბევრი მათგანი წუხილს გამოთქვამს: პირად საუბრებში ამბობენ, რომ დაიღალნენ ტრამპის საკომუნიკაციო ენით, ნეპოტიზმით, რომელიც მან თეთრ სახლში შეიტანა - ყველაფრით, რისი გაკეთების საშუალებასაც, რესსპუბლიკელები ობამას, ან კლინტონის ადმინისტრაციას არასდროს მისცემდნენ.

თუმცა, ლიზ ჩეინი ცოტა ხნის წინ საჯაროდ გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა. კევინ მაკკარტიმ თქვა, რომ ის გუნდური მოთამაშე არ არის, თუმცა მანამდე, თავად მაკკარტიმ თვქვა, რომ ტრამპი „პასუხს აგებს“ ბრბოზე, რომელიც კაპიტოლიუმში შეიჭრა.

„ვშიშობ, ჩეინის კვლავ მოუწევს რესპუბლიკელთა რიგებიდან, ქარცეცხლში გავლა“ - ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, ლარი საბატო.

გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორღაც, ჩეინის „შესაძლოა სარგებელი მოუტანოს, დღეს წარმოთქმულმა სიტყვებმა“, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერამ, ფიქრობს საბატო.

ამ ყველაფრის ფონზე კი, თავად ჩეინი, რომლის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე შეხვდებით განცხადებას - „სამყაროს მეტი კოვბოი სჭირდება“, ამბობს რომ „არსად წასვლას არ გეგმავს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG