ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში აშშ-ის მოქალაქე მინისტრის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს


კიევში შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ის აგვისტოში უკრაინის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მკვლელობას გეგმავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეჭვმიტანილი და მისი სავარაუდო თანამზრახველი, უკრაინელი ქალი, სამართალდამცავებმა 17 ნოემბერს დააკავეს.

დენის მონასტირსკის თქმით, საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი შეერთებული შტატების მოქალაქეა. უწყება მის ვინაობას არ ამჟღავნებს. გამოძიების ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქემ, მინისტრ ლეშჩენკოს მოსაკლავად, უკრაინელი ქალის დახმარებით დაქირავებული მკვლელის, ე.წ. ქილერის მოძებნა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მინისტრს, 2018 წლიდან შეერთებული შტატების მოქალაქის ვალი ჰქონდა და მის დაბრუნებაზე უარს ამბობდა. ლუშჩენკო აცხადებს, რომ ამ მოვლენების წინაპირობა 2017 წელს მომხდარი „კორპორატიული კონფლიქტი" იყო, როდესაც ის ქონების სახელმწიფო რეესტრს ხელმძღვანელობდა. ლუშჩენკომ მინისტრის პოსტი გასული წლის დეკემბერში დაიკავა.

XS
SM
MD
LG