ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ტრიბუნალმა ჰეზბოლას წევრი ლიბანის პრემიერის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნალმა ლიბანში დაფუძნებული ორგანიზაცია ჰეზბოლას წევრი დამნაშავედ სცნო ლიბანის პრემიერ-მინისტრ რაფიკ ალ-ჰარირის მკვლელობაში. ჰარირი 2005 წელს მოწყობილი აფეთქების დროს გარდაიცვალა.

დამატებით სამი პირი, რომლებიც ასევე იყვნენ აფეთქებაში ბრალდებული, არასაკამარისი მტკიცებულებების გამო სასამართლომ გაამართლა.

ჰარირის, სუნიტ მუსლიმ მილიარდერს, ახლო კავშირები ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დასავლეთის ქვეყნებთან და სპარსეთის ყურის სუნიტ მოკავშირეებთან. ის ხშირად აღიქმებოდა როგორც ლიბანში ირანისა და სირიის გავლენისადმი საფრთხე. ჰარირიმ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბეირუთი თავიდან აშენებულიყო და ფეხზე დამდგარიყო 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ.

უფროსმა მოსამართლე დევიდ რემ თქვა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა და დაარწმუნა სასამართლო, რომ სალიმ სამილ აიაში, ყველა წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავე იყო.

აიაში დამნაშავედ ცნეს ტერორიზმში და მკვლელობაში, რომელმაც ლიბანის პრემიერ-მინისტრთან ერთად, კიდევ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჰეზბოლას 4 სავარაუდო წევრის წინააღმდეგ გამოძიებას 15 წელი და დაახლოებით, 1 მილიარდი ამერიკული დოლარი დასჭირდა. განაჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა აიაშის, სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG