ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფუსი რაიოტის" ორ წევრს პატიმრობა მიუსაჯეს


რუსი აქტივისტების ჯგუფის, „ფუსი რაიოტის“ ორ წევრს პატიმრობა მიუსაჯეს. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ჯგუფის დამფუძნებელ წევრს, მარია ალიოხინას ციხეში 15 დღის გატარება მოუწევს. ალიოხინა ამ განაჩენამდე ერთი დღით ადრე დააკავეს, საპატიმროს წინ, სადაც მან მან მსგავსი ბრალდებით 15 დღე გაატარა.

იმავე დღეს, 8 ივლისს, სასამართლომ ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, ალექსანდრ სოფიევს, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცავებმა, ალიოხინას მსგავსად, ისიც 15 დღიანი პატიმრობის შემდეგ დააკავეს.

ზუსტად იმავე სცენარით, გასულ კვირას, 15 დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ კიდევ 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა „ფუსი რაიოტის“ კიდევ ერთ წევრს, ნიკა ნიკულშინას.

გასულ თვეში, იმავე ბრალდებით, 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, ლუსია შტეინს.

ანტისამთავრობო პროტესტისა და პოლიტიკური აქტივობის გამო, „ფუსი რაიოტის“ წევრებს მუდმივად ავიწროვებენ და აპატიმრებენ.

"ფუსი რაიოტი" მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, 2012 წელი.
"ფუსი რაიოტი" მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, 2012 წელი.

„პუსი რაიოტი“ განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კავშირების გასაპროტესტებლად, 2012 წელს, მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში შეიჭრნენ.

„რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის“ ბრალდებით, მაშინ ტოლოკონნიკოვას და ალიოხინას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2013 წლის დეკემბერში, საერთაშორისო შეშფოთების ფონზე, მათ ამნისტია მიიღეს.

„ფუსი რაიოტი“ აცხადებს, რომ პროტესტის მსგავსი ფორმები, ადამიანის უფლებების შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG