ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო, მოსკოვის რეგიონში 50-მდე ფრენა გადაიდო


სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა ორშაბათს, როდესაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული უკრაინული დრონის ნაწილები მოსკოვის რეგიონში სახლს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ, მოსკოვის რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს.

მოსკოვსა და მის შემოგარენში თითქმის 50-მდე ფრენა შეფერხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ შეაჩერა უკრაინული დრონი რუზსკის რაიონში, დედაქალაქის დასავლეთით. ასევე გაანადგურა კიდევ ერთი ახლომდებარე ისტრინსკის რაიონში.

მოსკოვის ოთხი ძირითადი აეროპორტიდან - ვნუკოვო, დომოდედოვო, შერემეტევო და ჟუკოვსკი - ფრენები შეიზღუდა, რამაც 45 სამგზავრო თვითმფრინავი და ორი სატვირთო თვითმფრინავი შეაფერხა, ამბობენ რუსეთის საავიაციო უწყება "როსავიაციაში".

რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გაავრცელეს გააფრთხილება იმის შესახებ, რომ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც თითქმის 22 მილიონი მოსკოვის რეგიონის თავზე დაფრინავენ, დიდი კატასტროფის გამომწვევის მიზეზი შეიძლება გახდნენ.

მოსკოვის რეგიონის შემთხვევის გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოაგდო დრონი უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონში. ინფრომაციას უკრაინული საჰაერო თავდასხმის მოგერიების შესახებ ავრცელებს, მოსკოვის სამხრეთით მდებარე კალუგის ოლქის გუბერნატორიც. გავრცელებული ინფრომაციით, არც ერთ თავდასხმას ზიანი არ მოჰყოლია.

ბოლო პერიოდში, მოსკოვსა და მის შემოგარენზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა გახშირდა.

ჯერ უცნობია, რამდენად ახდენს დრონებით თავდასხმა გავლენას რუსების ომისადმი მხარდაჭერაზე. ბოლო გამოკითხვებით ქვეყნის მოსახლეობის 75% მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, თუმცა არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს გამოკითხვის შედეგები.

XS
SM
MD
LG