ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მიწისძვრის ნანგრევებში მოხვედრილი 2 ორი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა


ორშაბათს, თურქეთში, ეგეოსის ზღვაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგ, მაშველთა ჯგუფებმა საცხოვრებელი სახლის შენობის ნანგრევებიდან ორი ცოცხლად გადარჩენილი გოგონა ამოიყვანეს.

14 წლის გოგონა ნანგრევებში 58 საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. მისი გამოყვანიდან 7 საათის შემდეგ, მაშველებმა 3 წლის ბავშვის ამოყვანა შეძლეს, რომლის დედა და ორი და, ორი დღით ადრე გადაარჩინეს.

თურქეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო “ანადოლუს” თანახმად, ბავშვი, რომელმაც შენობის ნანგრევებში 65 საათი გაატარა, 106-ე ადამიანია, რომელიც ცოცხალი გამოიყვანეს.

მიწისძვრამ, რომელმაც თურქეთის ქალაქ იზმირში შენობები დაანგრია, სულ ცოტა, 80 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიწისძვრამ საბერძნეთის, სულ ცოტა, ორ კუნძულზე ზღვის ტალღების მივარდნა გამოიწვია, სადაც სკოლის ორი მოსწავლე დაიღუპა.

შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურის ინფორმაციით მიწისძვრამ რიხტერის შკალით 7.0 ბალი შეადგინა.

მიწისძვრას ასობით განმეორებითი რყევა მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG