ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერი" უცხოელ ტროლებზე სტატისტიკას აქვეყნებს


რუსეთის „ინტერნეტ კვლევის სააგენტო“ სანკტ-პეტერბურგში

"ტვიტერმა" 10 მილიონი ქსელში გაკეთებული ონლაინ განცხადების კრებული გამოაქვეყნა, რომელიც, კომპანიის მტკიცებით, საგარეო ძალისხმევას უკავშირდება და მისი მიზანია აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. ეს ინფორმაცია 10 წლის წინ დაწყებული ოპერაციებიდან იღებს სათავეს და 2016 წელს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ციფრულ აქტივობებსაც მოიცავს.

"ტვიტერი" აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ირანიდან და რუსეთიდან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტროლების ე.წ. ფერმიდან - ინტერნეტის კვლევის სააგენტოდან - მოიპოვა. „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევითმა ლაბორატორიამ ამ ინფორმაციის შესწავლა გასულ კვირას დაიწყო და დაადგინა, რომ ირანიდან და რუსეთიდან ინტერნეტ ოპერატორები პოლიტიკურად პოლარიზებულ ჯგუფებზე ზემოქმედებდნენ, საზოგადოების მაქსიმალურად დაპირისპირების მიზნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG