ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს მეჩეთში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით აფეთქების დროს დაიღუპა 12 და დაშავდა 15 ადამიანი. დაღუპულთა შორის მეჩეთის იმამიც არის. იმ დროს როდესაც აფეთქება მოხდა, მეჩეთში შეკრებილი ადამიანები ეიდ ალ-ფიტრს აღნიშნავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის არ აუღია.

ბოლო პერიოდში ავღანეთში არაერთი აფეთქება მოხდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო თავდასხმა სკოლის შენობაში, სადაც 80 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის უმეტესობა შიიტი მუსლიმები იყვნენ. ამ დრომდე სკოლაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა შეთანხმებას ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" არ შეუერთდა. არ არის გამორიცხული, ორივე თავდასხმა მათ მიერ იყოს ორგანიზებული.

20 წლის შემდეგ ავღანეთში ომი დასრულდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:58 0:00

თავდასხმები ავღანეთში მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყო. რამდენიმე კვირის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ სექტემბრამდე ავღანეთს როგორც ამერიკის ჯარი ასევე მოკავშირეების სამხედრო შენაერთები დატოვებენ. ჯო ბაიდენის გეგმის მიზანია, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლის თავზე, ომი დასრულდეს და ამერიკელი სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG