ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ლიბიაში ჯარს გააგზავნის


თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჯარების ლიბიაში გაგზავნას, რათა დაეხმარონ გაეროს მხარდაჭერილ მთავრობას დედაქალაქ ტრიპოლისთვის ბრძოლაში.

პარლამენტის სპიკერმა, მუსტაფა სენტოპიმ თქვა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ჯარებს საშუალებას მისცემს ლიბიაში განლაგდნენ.

მიუხედავად თურქეთში, მთავარი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობისა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

ახლანდელი გადაწყვეტილება, პრეზიდენტ ერდოღანის მთავრობას აძლევს ერთწლიან მანდატს ლიბიაში სამხედროების გასაგზავნად. თუმცა, არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ თურქმა სამხედროებმა შესაძლოა რეგიონის მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიონ კონფლიქტის გაღრმავებით.

გასულ თვეს, ერდოღანმა თქვა, რომ ლიბიის პრემიერ-მინისტრმა, სარაჯმა ითხოვა თურქი სამხედროების დახმარება მას შემდეგ, რაც ორმა ლიდერმა სამხედრო პაქტს მოაწერა ხელი. ეს შეთანხმება თურქეთს აძლევს უფლებას გააზგავნოს სამხედრო ექსპერტები და პერსონალი ჩრდილო აფრიკის ქვეყანაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG