ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარის თამაში რიადის წინააღმდეგ


თურქეთი განაგრძობს საუდის არაბეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას. ანკარა რიადს საუდის არაბეთელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით აკრიტიკებს, ჟურნალისტი ოქტომბრის დასაწყისში დაიკარგა, მას შემდეგ რაც ის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა. მისი მკვლელობის დეტალები ეტაპობრივად ხდება ცნობილი.

მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ინფორმაციის ნაწილ-ნაწილ გავრცელება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სტრატეგიაა, რათა ეს საქმე საუდის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბილ სალმანის წინააღმდეგ გამოიყენოს. ანკარა ცდილობს დასავლეთში რიადის მხარდაჭერის შერყევას.

პარასკევს ანკარაში, პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლა რიადის წინააღმდეგ ცხარე კრიტიკით გამოირჩეოდა. “ნათელია, რომ [ხაშოგი] მოკლეს, თუმცა სადაა მისი გვამი? "-, თქვა მან.

პრეზიდენტი ერდოღანი ცდილობ საუდის ტახტის მემკვიდრის საერთაშორისო იმიჯი შეარყიოს, - ამბობს კაილ ორტონი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მუშაობს.

“თუ მომხდარი საუდის არაბეთისთვის გაართულებს დასავლეთთან, განსაკუთრებით ამერიკასთან, ურთიერთობას, ეს თურქეთს აძლევს შესაძლებლობას სიცარიელე შეავსოს”, - ამბობს ის.

თურქეთის სტრატეგიის ამოსავალი წერტილი არაბულ სამყაროში პირველობისთვის ბრძოლაა.

“საუდის არაბეთის ყოფილი მეფის სიკვდილის შემდეგ, თურქეთი ყატართან აღმოჩნდა ალიანსში, ხოლო საუდის არაბეთი არაბთა გაერთიანებული საემიეროების და ეგვიპტის მოკავშირე გახდა. ისინი რეგიონულ პოლიტიკის ორ პოლუსს წარმოადგენენ”, - ამბობს ქემალ ქირიშჯი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან.

გეოპოლიტიკური ბრძოლა

ეს დაპირისპირება ასევე სირიაში, საომარ ველზე ვითარდება. შეერთებულ შტატებთან ერთად, საუდის არაბეთი სირიის დემოკრატიულ ძალებს უჭერს მხარს, რომელიც ქურთულ შენაერთებთან ერთად აღმოსავლეთ სირიის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს. თურქეთი ქურთულ “სახალხო დაცვის დანაყოფს” ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, და ამ ალიანსის დარღვევა სურს.

“სირიაში ქურთული შენაერთების და ქურთისტანის მუშათა პარტიის საკითხი მთავარია [თურქეთისთვის]. ეს არ გულისხმობს, რომ ამერიკელები [ქურთებს] მხარს აღარ დაუჭერენ, არამედ [ანკარა იმედოვნებს] ამერიკა [ქურთულ შენაერთებთან] და თურქეთთან ურთიერთობას გადააბალანსებს. თუმცა ვფიქრობ, რომ [აშშ] ასე არ მოიქცევა”, - ამბობს ორტონი, ახლო აღმოსალეთის საკითხების მკლევარი ორტონი მიიჩნევს, რომ ერდოღანის სტრატეგია რისკს შეიცავს.

“უფრო და უფრო ცინიკური ხდება საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის მკლელობის გამოყენება”, - ამბობს ის.

ამასთან, სასწორზეა თურქეთში საუდის არაბეთის ინვესტიციების საკითხიც. 2017 წელს, რიადის ინვესტიციებმა ერთი მილიარდი დოლარი შეადგინა,

“ეს სტრატეგია რისკს შეიცავს, რადგან თუ ტახტის მემკვიდრე პოსტზე დარჩება, და ეს [მკლელობა] თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივ პრობლემად გადაიქცევა, ამან შესაძლოა [რიადის] ინვესტიციების შეჩერება განაპირობოს”, - ამბობს აჰმედ კასიმ ჰანი ალტიბასის უნივერსიტეტიდან.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მოჰამედ ბინ სალმანს ანკარასთან ურთიერთობებზე საინვესტიციო სამიტზე ჰკითხეს.

“ბევრი ცდილობს ამ მტკივნეული შემთხვევის გამოყენებას საუდის არაბეთისა და თურქეთის დასაშორებლად…. მე მინდა, მათი მისამართით ვთქვა: “თქვენ ამას ვერ მიაღწევთ იქამდე, სანამ სალმან ბინ აბდულაზიზი მეფობს”, - თქვან მან.

ეს განცხადება ბადებს კითხვას - რა მოხდება, როდესაც მეფე სალმანი გარდაიცვლება?

მიმომხილველები ამბობენ, რომ თურქეთს შორსმჭვრეტელი მიზნები აქვს. ანკარას სურს, მომენტით ისარგებლოს, ტახტის მემკვიდრე დაასუსტოს და რეგიონში თურქეთის მნიშვნელობის გაზარდოს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG