ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ეკონომიკა რეცესიას განიცდის


ორშაბათს გავრცელებული მონაცემების თანახმად, ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად, თურქეთის ეკონომიკა რეცესიას განიცდის. ეს კი კარგს არაფერს უქადის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს, რომელსაც სულ მალე, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აქვს დაგეგმილი.

სახელმწიფო მონაცემებით, ბოლო კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 2.4 პროცენტით შეკუმშა. ამას წინა კვარტალში უძღოდა 1.6 პროცენტიანი ვარდნა, რამაც განსაზღვრა კიდეც მომდევნო პერიოდში ზრდის შენელება და რეცესიის განმაპირობებელი სხვა მოვლენები.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეკონომიკა ახლაც განიცდის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გავლენას გასულ წელს. მაშინ, რამდენიმე კვირიანი სანქციების დაწესება ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებას მოჰყვა, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. თურქული ვალუტა 30 პროცენტით დაეცა და დაიწყო ინფლაცია, რომელიც 20 პროცენტამდე გაიზარდა. ამის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 24 პროცენტამდე გაზარდა, ამან კი ეკონომიკური აქტივობა მთლიანად ჩაახშო.

გამოითხვები აჩვენებს, რომ ეკონომიკა ნომერ პირველი საზრუნავია ამომრჩევლისთვის. სწორედ არსებულმა რეალობამ კი მმართველ პარტიას არასახარბიელო შედეგი, შესაძლოა, დიდი მარცხიც მოუტანოს 31 მარტის არჩევნების შედეგით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG