ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა ადამიანის უფლებადამცველი 6 აქტივისტი დააპატიმრა


დღეს, თურქეთის სასამართლომ, ადამიანის უფლებადამცველი 6 აქტივისტის, მათ შორის „საერთაშორისო ამნისტიის“ თურქეთის განყოფილების დირექტორის ოფიციალური დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ტერორისტული ჯგუფისადმი მხარდაჭერის ბრალდებით, ისინი უკვე კვირების განმავლობაში იყვნენ დაკავებული.

გაურკვეველია, თუ ისინი რომელი ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი.

„საერთაშორისო ამნისტიამ“ ეს გადაწყვეტილება დაგმო და მას „თურქეთის პუტჩის შემდგომი რეპრესიების ახალი დაბალი ნიშნული“ და „პოლიტიკურად მოტივირებული კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, „საერთაშორისო ამნისტიის“ გენერალურმა მდივანმა სალილ შეტიმ თქვა: „დღეს გავიგეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა თურქეთში დანაშაული გახდა. ახლა თურქეთისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჭეშმარიტების მომენტი დადგა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG