ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ეკონომიკა


თურქეთის ეკონომიკა
თურქეთის ეკონომიკა

ექსპორტიორი კომპანია ერენსონი, რომელიც სამრეწველო ბოილერებს აწარმოებს, გაფართოებაზე ფიქრობს. წარსულში, თურქეთი თავისი პროდუქციის ექსპორტს ევროპის ღარიბ ქვეყნებში აწარმოებდა, რომელსაც დაბალ ფასში ყიდდა.

ერენსონის აღმასრულებელი დირექტორის - ალი ერენის თქმით თურქეთის საექსპორტო ბაზრის 55 პროცენტი ევროპას უჭირავს. მაგრამ ის ახლა მთავრობასთან მოლაკაპარაკებას აწარმოებს იმისათვის ბოლო მოეღოს მისი ქვეყნის დამოკიდებულებას მხოლოდ დასავლეთის ბაზარზე.

„ჩვენ ახლა აზიაში გავდივართ, აზიის ბაზრები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის; ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღოსავლეთი და ასევე სამხრეთ ამერიკა ჩვენი ახალი სამიზნეა ექსპორტის სფეროში. რა საკვირველია, ჩრდილოეთით რუსეთი წარმოადგენს ძლიერ ბაზარს ჩვენთვის,-“ ამბობს ალი ერენი.

თურქეთის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მე-17 ადგილზეა. სტამბოლის ქუჩებში, მაღაზიების ვიტრინები, სხვადასხვა ბრენდის სახელებს აუჭრელებია. ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ბაზარი ხალხმრავლობით გამოირჩევა. ბოსფორი ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სანაოსნო გზაა მსოფლიოში.

საერთაშორისო კრიზის ჯგუფის წარმომადგენლის ჰაგ ფოფის განცხადებით:

„აქ ექსპორტი სამჯერ გაიზარდა რაც თურქეთის მოქალაქეებს გამდიდრების საშუალებას აძლევს. ეს დიდი წარმატებაა, მაშინ როცა ბევრი ქავეყანა მსგავსი ტემპით ვერ ვითარდება.“

თურქეთი ასევე პირველ ადგილზეა ტექსტილის წარმოების სფეროში. როგორც ჩანს, გლობალური ეკონომიკური კრიზისი თურქეთს არც ისე ძალიან დაეტყო. თუმცა, ზოგიერთი მეწარმე მიიჩნევს რომ ქვეყანას ახლა რთულ დროში უხდება არსებობა.

მაისურების მწარმოებელი საწარმოს მეპატრონე თურან კომერტი შეშფოთებულია ფასების მატებითა და აზიასთან კონკურენციას შიშობს:

„ხელფასები დღითიდღე იზრდება, ელექტროენერგიაზე ფასები მატულობს და ამიტომ არ შემიძლია შევეჯიბრო ბანგლადეშს. ასეთ ქვეყნებს გაცილებით ნაკლები ხარჯები აქვთ. ერთდადერთი რაც ჩვენ გაგვაჩნია ეს პროდუქციის ხარისხია.“

ეკონომისტების თქმით ქვეყნის ვალუტა ამჟამად ცვლიბებეს არ განიცდის. იმპორტსა და ექსპორტს შორის თანაფარდობა იმდენად არასტაბილურია რომ მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. წარმოების ტემპი წინა წლებთან შედარებით 2.5 პროცენტით დაეცემა. ეკონომისტი ემრი ალკინის განცხადებით დაბალი წარმოების ტემპი თურქეთის გეგმებს მეტად შეაფერხებს:

„არსებობს შიში პროდიქციის შენელებულ წარმოებაზე და არა მსუბუქ ვარდნაზე. “

იგი ასევე ამბობს რომ თურქეთის ეკონომიკის მომავალი დამოკიდებული იქნება თუ რამდენად წარმატებულად გაზრდის იგი ექსპორტს მაღალი კლასისა და ხარისხის მრეწველობასთან მიმართებაში, როგორიცაა ჰიბრიდული მანაქანები, კომპიუტერული პროგრამები და აერონავტიკა.

მანამდე ქვეყანა იმედს მცირე მეწარმეებზე ამყარებს, ისეთი როგორიც ბიზნესმენი ერენია.

XS
SM
MD
LG