ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უილიამ ბერნსი ანკარაში ვიზიტით იმყოფება


უილიამ ბერნსი ანკარაში ვიზიტით იმყოფება

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამორიცხავს ამერიკის მიერ ინიცირებული ახალი სანქციების განხორციელებას ირანის წინააღმდეგ, ანკარაში ვიზიტით მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი ოფიციალური ანკარას პოზიციის შეცვლას ცდილობს.

ამ ეტაპზე, ანკარა გაეროს მიერ დადგენილ ზომებს ახორციელებს ირანის წინააღმდეგ, მაგრამ უარს აცხადებს ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სხვა სანქციებს დაუჭიროს მხარი.

სემი იდიზი თურქული გაზეთის „მიიეთის“ ჟურნალისტია. ის ამბობს, რომ ამერიკელი დიპლომატს ვიზიტი მაღალი რანგის ამერიკელი ლიდერების მორიგი მოგზაურობაა თურქეთში და რომ მხარეები შეთანხმებას სავარაუდოდ ვერ მიღწევენ.

თურქეთი დარწმუნებულია, რომ დამატებითი სანქციები ირანს მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის. ანკარას მხედველობაში აქბდ ამერიკის მიერ დაწესებული სანციები, რომლებიც კონკრეტულად ირანის ენერგო სექტორს ეხება.

მაგრამ თურქეთ-ირანის ურთიერთობების მვკლევარი მეჰრდად ემადი ამობს, რომ ამ სიტუაციაში ხელს ითობებენ თურქული კერძო კომპანიაებიც. შესაბამისად, სტატუს კვო თურქეთის მხარეს, ზოგადად აწყობს.

არსებული მდგომარეობიდან იგებს თურქეთის საბანკო სექტორიც, რომლის საშუალებით ყოველთვიურად მილიარდი დოლარის გადარიცხვა ხდება თეირანში. თურქეთის სახელმწოს „ჰალკბანკი“ კი ირანის ნავთობის ექსპორტირებისთვის ხარჯების ანაზღაურებაში იღებს მონაწილეობას. ექსპორტი ძირითადად ინდოეთისკენ არის მიმართული. ამ ბანკს ფილიალი ამერიკაშიც გააჩნია, და მთლიანობაში ამერიკული სანქციები მასზე არ მოქმედებს.

საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი სოლი ოზელი რომელიც თურქეთის კადირ ჰასის უნივერსიტეტში ასწავლის, ამბობს, რომ ბანკების პოზიცია გამართლებულია.

სემი იდიზი კი დარწმუნებულია, რომ არც ამეირკას და არც თურქეთი ურთიერთობების გაუარესებაში დაინტერესებული არ არიან და რომ კონფრონტაცია ორმხრივ ურთიერთობებში არავის წაადგება. ერთიხ მხრივ, ვაშინგტონისთვის ეს სულაც არ იქნება ხელსაყრელი, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ერაყიდან სამხედროები გაყავს, სირიაში კი სიტუაცია არასტაბილური და სარისკოა. თურქეთს და ამერიკას, ექსპერტის დასკვნით, ახლა ერთმანეთის თანამშრომლობა ძალიან ესაჭროებათ.

ანკარა, ფაქტია, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გამო შექმნილი სიტუაციიდან დიპლომატიურ გამოასავალს ეძებს. თეირანში გასულ კვირას შემდგარი ვიზიტის შემდეგ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა რომ ანკარა საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებს ირანის ბირთვული კრიზისის დასარეგულირებლად.

თუმცა დამკივრვებლები აცხადებენ, რომ ოპტიმიზმის მიზეზი არ არსებობს და უახლოეს მომავალში თურქეთის დასავლელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო სანქციების გატარებაზე წნეხი სავარაუდოდ მხოლოდ გაიზრდება.

შეტრიალდება თუ არა ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა ულიამ ბერნსის ვიზიტის შემდეგ, ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

XS
SM
MD
LG