ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ გულენის გამო შესაძლოა ურთიერთობა გაფუჭდეს


დღეს, თურქეთმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ თუ ის პენსილვანიაში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთულა გულენის ექსტრადიციას არ მოახდენს, ამან შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დიდად ავნოს.

15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ არაერთხელ სცადა შეერთებულ შტატებზე დაწოლა მოეხდინა, რათა გულენის გადაცემა მომხდარიყო.

გასულ კვირაში გიულენის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ თურქეთის მთავრობას პუტჩში მისი მონაწილეობის დამამტკიცებელი სამხილები არ წარმოუდგენია და და ამიტომ გულენის „ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს და არც მოხდება“.

XS
SM
MD
LG