ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი და ამერიკა ერთობლივი ოპერატიული ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ


თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი ოპერატიული ცენტრის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონას უზრუნველყოფს. ცენტრის სარდლობა თურქეთში იქნება განლაგებული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნატოს ორი მოკავშირე - შეერთებული შტატები და თურქეთი - უსაფრთხო ზონის სარდლობის მისიაზე და ფუნქციებზე ვერ თანხმდებოდა.

ანკარაში სამდღიანი მოლაპარაკების შემდეგ, თურქეთის თავდაცვის სამინიტრომ განაცხადა, რომ ერთობლივი ცენტრის შექმნის დეტალებთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დამატებით ზომებს მიიღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG