ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან. კვირა დილიდან მოყოლებული ქვეყნის 30-მდე დიდ ქალაქსა თუ პროვინციაში პარალელურად მიმდინარე რეიდებისას 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით, თურქეთის ხელისუფლებამ ახალი წლის ღამეს კლუბზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ გააძლიერა, რომელსაც 39 ადამიანი ემსხვერპლა.

სტამბოლში, იმ უბანში სადაც ერთი თვის წინ ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, კვირას და ორშაბათს თურქეთის პოლიციამ 30-მდე ადამიანი აიყვანა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით. ახალი წლის წინა ღამის თავდასხმის შემდეგ თურქეთში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებულია

„21-ე საუკუნის თურქეთის“ ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ჰალდუნ სოლმაზთურქი ამბ

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთის მთავარი საფრთხეა ამჟამად. ახალი წლის ღამის თავდასხმამ ეს მხოლოდ დაადასტურა.
ჰალდუმ სოლმაზთურქი

ობს, რომ ქვეყანა მზარდი საფრთხის წინაშე დგას:

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთის მთავარი საფრთხეა ამჟამად. და ახალი წლის ღამის თავდასხმამ ეს მხოლოდ დაადასტურა. ფაქტია, რომ ქვეყნის შიგნით ტერორისტული ქსელი მუშაობს და ამ ქსელს ძალიან აშკარა მიზნები აქვს“, - ამბობს სოლმაზთურქი.

ათეულობით ადამიანი დააკავეს ქალაქ იზმირშიც. ადგილობრივი კორესპოდენტების თქმით, იქ პოლიციამ მოახლოებული ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა.

ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი მასშტაბის რეიდი, რომელმაც ერთდროულად 29 პროვინცია მოიცვა, უპრეცედენტო იყო. დაკავებულთა შორის არიან უცხოელებიც და თურქებიც.

კრიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირეც, თურქეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომის დიდხანს არ უსწორებდა თვალს მოახლოებულ საფრთხეს და იყო მეტად დაინტერესებული სირიის რეჟიმის დამხობაში

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბევრი ჯიჰადისტი წინა სადამსჯელო ღონისძიებებისას, რეიდებისას, საბოლოოდ გათავისუფლებულ იქნენ, რაც მბრუნავი კარის პოლიტიკაზე მიუთითებს. თურქული მედიის გადმოცემით, ერთ-ერთი მათგანიც კი, ვინც გასულ თვეს ახალი წლის ღამის თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს და დეპორტაციისთვის მოამზადეს, უკვე თავისუფალია.

უახლოეს მომავალში თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება.
სინან ულგენი

„Carnegie Europe Institute” ის მკვლევარი სინან ულგენი ამბობს, რომ ანკარა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ახლა იკრებს ძალას და ამ ბრძოლის მასშტაბებს საგრძნობლად ზრდის.

„თურქეთმა შეცვალა პოზიცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და ახლა ის უკვე პირდაპირ ბრძოლაშია ჩართული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უშუალოდ სამხედრო ქმედებებში სირიაში. ამიტომ უახლოეს მომავალში თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება“, - ამბობს ულგენი.

თურქეთის ხელისუფლება პირობას დებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ გაანადგურებს, ეს უკანასკნელი კი აცხადებს, რომ შურისძიებისთვის მზადაა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG