ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქ სტამბოლში ტაქსებში ვიდეო-კამერებს ამონტაჟებენ. ქალაქის მმართველები ირწმუნებიან, რომ კამერები მძღოლების და მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მაგრამ გასულ წელს არშემდგარი გადატრიალების შემდეგ 60 000-მდე ადამიანის დაპატიმრების და სამსახურებიდან 200 000-მდე ადამიანის დათხოვნის შემდეგ, არსებობს შიში, რომ კამერები მოსახლეობაზე თვალთვალის და კონტროლის მექანიზმად იქნება გამოყენებული.

„სტამბოლში ახალი ტაქსები ნავიგაციის სიტემებით და ვიდეო-კამერებით იქნება აღჭურვილი, მომხმარებელს მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე პლასტიკური ბარათებითაც შეეძლება,“ - ასე არეკლამებს სტამბოლის მთავრობა ახალ ინიციატივას, რომელსაც უკვე ბევრი აკრიტიკებს.

მგზავრისთვის კამერა შესამჩნევი მანქანაში ჩაჯდომისთანავე იქნება, თუმცა უცნობია ეს კამერები გამოსახულებას იწერს მხოლოდ თუ მასთან ერთად საუბრის ხმას. ზოგიერთ მძღოლს მთავრობის ახალი ინიციატივა მოსწონს, ამბობენ, რომ კამერები საგზაო შემთხვევებს ან მძღოლებზე თავდასხმას ასახავს. თუმცა აღიარებენ, რომ არ იციან ვინ არის კამერის მეორე მხარეს, ანუ ვინ უყურებს მათ.

იდეა მოწონს ზოგიერთ მგზავრსაც, ისინი ამბობენ, რომ კამერები შეამცირებს მძღოლების მხრიდან ქალ მგზავრებზე ძალადობის და მათი შევიწროვების ფაქტებს. თუმცა გამოითქმის ეჭვებიც და ბევრს არ სჯერა, რომ მთავრობის განზრახვა კრიმინალთან ბრძოლაა.

სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი იამან აკდენიზი ამბობს, რომ მთავრობის მიერ მსგავსი სადამსჯელო პოლიტიკის გატარების შემდეგ, არაა გასაკვირი ამ სიახლის მიზანი სწორედ მიყურადება იყოს:

„დღეს მსგავსი ინიციატივა ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, ჩვენ არ ვიცით სად მიდის ეს მონაცემები, არ ვიცით იწერს თუ არა კამერა ხმას და ინახება თუ არა ჩანაწერი. როცა ადამიანებს პრეზიდენტის ცილისწამებისთვის ასამართლებენ, და უფრო და უფრო მეტ ადამიანს უთვალთვალებენ, ჩვენ არ ვიცით რისთვის გამოიყენებს მთავრობა ამ ტექნოლოგიებს,“ ამბობს აკდენიზი.

თურქეთში, აქამდე, თითქმის ყოველ კვირა, ჯერ კიდევ იმართება იმ ადამიანების სასამართლო პროცესები, ვინც შარშან, ივლისში არშემდგარი გადატრიალების შემდეგ დააკავეს. ჯამში ბრალი 60 000-მდე ადამიანი ციხეშია, 4 000-მდე ადამიანი პრეზიდენტის ცილისწამებისთვის გაასამართლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG