ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარია სომეხთა გენოციდს იძიებს


შვეიცარია სომეხთა გენოციდს იძიებს
შვეიცარია სომეხთა გენოციდს იძიებს

თურქეთის ოფიციალური პირები პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ ოტომანთა იმპერიის დროს სომეხთა გენოციდი არ მომხდარა. თურქეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ეგემენ ბაგისმა გასულ კვირას ციურიხში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 1915 წელს მომხდარი ცალკეული ინციდენტები არ შეიძლება შეფასდეს როგორც გენოციდი. „დაე მათ დამაპატიმრონ,“ დასძინა თურქმა მინისტრმა. აღნიშნული კომენტარები კი შვეიცარიის ანტი-რასისტული კანონით იკრძალება, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 100 წლის წინ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად არის შეფასებული. აქედან გამომდინარე შვეიცარიაში სომხური დიასპორის მოთხოვნით შვეიცარიის ხელისუფლებამ გენოციდის საქმის გამოძიება დაიწყო. საპასუხოდ თურქეთის მთავრობამ ანკარაში შვეიცარიის ელჩი გამოიძახა.

XS
SM
MD
LG