ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგის თქმით, ანკარა აღარ დაბლოკავს შვედეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანებაზე


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დათანხმდა ნატოში შვედეთის განაცხადის დამტკიცების პროცესი პარლამენტს წარუდგინოს. აღნიშნული განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ვილნიუსის სამიტის წინ გააკეთა.

„მოხარული ვარ განვაცხადო... რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა შვედეთის განაცხადის წარდგენას, [თურქეთის] ეროვნული ასამბლეისთვის, რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ ითანამშრომლებს პარლამენტთან რატიფიკაციის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგს არ უთქვამს თუ როდის დაიწყება ან დასრულდება აღნიშნული პროცესი და მოხდება თუ არა, შვედეთის ნატოში გაწევრიანება ვილნიუსის სამიტზე. ასევე უცნობია რა გახდა ანკარას პოზიციის შეცვლის მიზეზი და მიიღებს თუ არა თურქეთი დათმობებს შვედეთისგან ან ალიანსისგან.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გასულ წელს გამოთქვეს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა. ამ ნაბიჯით ორმა ქვეყანამ ნეიტრალიტეტის ტრადიციაზე უარი თქვა.

ანკარამ, ფინეთის განაცხადი აპრილში დაამტკიცა. თუმცა თურქეთი ბლოკავდა შვედეთის აპლიკაციას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG