ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტალიაში თურქი, რუსი და ირანელი დიპლომატები იკრიბებიან


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მელვინ ჩავუშოღლუ ანტალიაში რუს და ირანელ კოლეგეს მასპინძლობს. მოსამზადებელი შეხვდრა წინ უძღვის სირიის საკითხებზე რუსეთში, ოთხშაბათს დაგეგმილ სამიტს.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ოფიციალური ანკარა, ირანი და რუსეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს, სამი ქვეყანა ბოლო პერიოდში აქტიურად თანამშრომლობს კონფლიქტის მოსაგვარებლად.

მიუხედავად მზარდი თანამშრომლობისა, სამი ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებმა კიდევ უფრო იჩინა თავი სირიაში, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" და მეამბოხეთა ძალების დასუსტების დროს. დღეს, ანტალიაში გამართული შეხვედრა კი სწორედ ამ განსსვავებების დარეგულირებას ცდილობს.

ცნობების თანახმად, თეირანი ვერ ურიგდება სირიის თემაზე მოსკოვში დაგეგმილი კონფერენციის იდეას, მაშინ როცა ანკარა განარისხა მოსკოვის მიერ ამ კონფერენციაში სირიის ქურთული დაჯგუფების მიწვევამ. ანკარა ამ დაჯგუფებას თურქეთში, ქურთების დაუმორჩილებლობის მოძრაობას უკავშირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG