ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განსხვავებული მოლოდინებია თურქეთის რეფერენდუმის შედეგების მიმართ


რეფერენდუმით, რომელშიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მცირედი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება, არაბული სამყარო კმაყოფილია, დასავლური საერთაშორისო საზოგადოება კი ქვეყანაში დემოკრატიის მომავალზე წუხს. ევროპელი ლიდერების მხრიდან გაკეთებული შეფასებები დიპლომატიისა და კრიტიკის ზღვარზე გადის.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სვლა ავტორიტარული მმართველობის დასამყარებლად, კვირას გამართული რეფერენდუმის შედეგებმა კიდევ უფრო განამტკიცა. ამომრჩეველთა 51. 4 პროცენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლითაც პარლამენტის უფლებამოსილებათა დიდი ნაწილი პრეზიდენტს გადაეცემა. შესაბამისად, ერდოღანის ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდება.

ერდოღანს და მის პარტიას გამარჯვება უკვე მიულოცა ამერიკელმა კოლეგამ. დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს სატელეფონო სუაბრისას ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზეც ესაუბრა.

ქვეყნის სამ უდიდეს ქალაქში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. ერდოღანმა გამარჯვება სოფლად და საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების მხარდაჭერით მოიპოვა. თუმცა შედეგები, რომელიც ამომრჩეველთა ორ მესამედზე ნაკლებს ითვლის, არადამაჯერებელია ბევრი დამკვირვებლისთვის და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვან გაყოფაზე მიუთითებს.

ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ივლისში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული პროცესი ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება.

„საკითხავი ისაა, გააგრძელებს თუ არა ერდოღანი ოპონენტების მარგინალიზებას თუ შერიგებისკენ გადადგამს ნაბიჯებს. ან იქნებ სულაც განაგრძობს ქურთებისა და სხვე უმცირესობათა ჯგუფებში სუღლის გაღვივებას“, - ამბობენ პოლიტიკის მკვლევარები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG