ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანმა საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტა მოითხოვა


სტამბოლის აეროპორტში ჩრდილოეთ აფრიკიდან დაბრუნებულ ერდოღანს ათასობით მომხრე დახვდა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტა მოითხოვა. სტამბოლის აეროპორტში ჩრდილოეთ აფრიკიდან დაბრუნებულ ერდოღანს ათასობით მომხრე დახვდა.
აეროპორტის ტერმინალში თურქეთის პრემიერმა სიტყვით მიმართა საკუთარ მხარდამჭერებს:“ ჩვენ ვერ დავუშვებთ ქვეყნაში უკანონობის აღზევებას, ვანდალიზმს, ქალაქების განადგურებას და ადამიანების შეურაცხყოფას.“ განაცხადა ბატონმა ერდოღანმა.
საპროტესტო აქციის მონაწილენი რეჯებ ტაიპ ერდოღანის გადადგომას ითხოვენ. ისინი თურქეთის პრემიერ-მინისტრს ისლამური სამართალის დამყარებაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG