ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთისტანის მუშათა პარტია და თურქეთი თანხმდებიან


Thousands of PKK supporters demonstrate with flags and posters of jailed Kurdish rebel leader Abdullah Ocalan, in southeastern city of Diyarbakir, Turkey, March 21, 2013.
Thousands of PKK supporters demonstrate with flags and posters of jailed Kurdish rebel leader Abdullah Ocalan, in southeastern city of Diyarbakir, Turkey, March 21, 2013.

რეიონალური ინტერესების და ეკონომიკური პერსპექტივის მოტივით ქურთისტანის მუშათა პარტია და თურქეთი სამშიდობო მოლაპარაკებებს იწყებენ

სამშვიდობო მოლაპარაკებები ქურთისტანის მუშათა პარტიასა და თურქეთის ხელისუფლებას შორის ძალას იკრებს. ერაყში და სირიაში ქურთთა მზარდი უმცირესობის გათვალისწინებით ანალიტიკოსები ამბობენ რომ სამშვიდობო პროცესიდან ამ ქვეყნებსაც შეუძლიათ ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი ნახონ. თუმცა ასეთი სახის ალიანსი შესაძლოა სირიის და ერაყის ერთიანობისთვის საზიანო იყოს , რადგან ქურთთა მიერ ავტონომიის ან დამოუკიდებლობის მოთხოვნის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს.
გასულ თვეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ქურთისტანის მუშათა პარტიამ გააკეთა. როგორც თურქეთის ედამის ინსტიტუტის მკვლევარი სინან ულგენი ამბობს, ეს არის სამშვიდობო შეთავაზების ძალიან დიდი შესაძლებლობა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ. ის ამბობს რომ კონფლიქტის დასრულებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება არამხოლოდ თურქეთისთვის არამედ, მთლიანად რეგიონისთვის.
სინან ულგენი : თურქეთი რომელმაც თავის საკუთარ პრობლემებს მოაგვარებს თურქეთში მცხოვრებ ქურთებთან უფრო კარგად შეძლებს ალიანსი შექმნას რეგიონში მყოფ სხვა ქურთებთან, ერაყში იქნებიან ისინი თუ სირიაში. ასე რომ თურქეთი რეგიონში უფრო დადებით გავლენას ასრულებს და სანდო მოთამაშე ხდება.
თურქეთის მსგავსად, ერაყში და სირიაში ქურთების უმცირესობები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ანკარას უკვე ჩამოყალიბებული აქვს მყარი ეკონომიკური კავშირი ერაყის თვით-გამოცხადებულ ქურთთა რესპუბლიკის რეგიონულ ხელისუფლებასთან. ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება ენერგეტიკული გარიგების შემთხვევაში, როგორიცაა გაზისა და ნავთობის მილსადენის მშენებლობის პერსპექტივა. ეს ხელს შეუწყობს ნავთობის მიწოდებას არამხოლოდ თურქეთისთვის, არამედ ერაყისა და ქურთთა რესპუბლიკის ნავთობს და გაზს მსოფლიო ბაზარსაც მიაწვდის.
სტამბოლში მოქმედი გლობალური კვლევის ორგანიზაციის ანალიტიკოსი ეტაილა იესილადა ამბობს რომ, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გარიგებისთვის მნიშვნელოვანია. მსგავსი ალიანსი მოაგვარებს ანკარის მთავარ ეკონომიკურ და დიპლომატიურ საკითხებს.
თუმცა, ბაღდადი ამტკიცებს რომ, რომ მხოლოდ ეროვნულ ხელისუფლებას შეუძლია მსგავს ენერგეტიკულ გარიგებებზე წასვლა. ვაშინგტონმა თავის შეშფოთება გამოთქვა პოტენციური გარიგების გამო , ეყრდნობოდა რა მოსაზრებას რომ, ეს შეიძლება დაემუქროს ერაყის დამოუკიდებლობას რადგან გააღვივებს ერაყის ქურთების დამოუკიდებლობის მოთხოვნას.
სტამბოლის ბაჰჩესირის უნივერსიტეტის პოლიტიკური მკვლევარი ჩენგიზ აქტარი ამბობს რომ, ერაყის ქურთების და ანკარას შორის ურთიერთობა საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ამბობს რომ ერაყის ქურთისტანის ეკონომიკური განვითარება რომელიც თურქეთთან კავშირს ეფუძნება მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
ჩენგიზ აქტარი: თურქეთი და ბაღდადი საკმარისად გონივრულად გამოიყენებენ თურქეთის მონაწილეობას ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, რომ ამით გაგრძელდეს მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ ერაყში. სხვა გზა უკვე ომია.
თუმცა გასულ თვეს ქურთისტანის მუშათა პარტიის მაღალი ჩინის წარმომადგენელმა ზუბეირ აიდარმა ინტერვიუში განაცხადა რომ, სამშვიდობო პროცესი თურქებსა და ქურთებს შორის რეგიონში თანამშრომლობას გაუხსნის გზას . ამან თავის მხრივ შესაძლოა თურქეთის ერაყთან და სირიასთან მაკავშირებელი საზღვრები თავიდან განსაზღვროს.
ანალიტიკოსი ულგენი ამბობს რომ, რეგიონი დიდი მღელვარების წინაშეა, თურქთა და ქურთთა ალიანსს მნიშვნელოვანი გამოძახილი ექნება.
ულგენი აცხადებს რომ, ამას ნამდვილად მოყვება თავისი შედეგი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რომ, ერაყშიც და სირიაშიც სიტუაცია ცოტა გაურკვეველია, და ის რყევები და არასტაბილურობა რომელსაც დღეს აქვს ადგილი, საბოლოოდ შეიძლება ამ ქვეყნების და ერების დაშლა გამოიწვიოს.
მიმდინარე სამშვიდობო პროცესი ანკარასა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის კიდევ საწყის სტადიაზეა, და ორივე მხრიდან ფრთხილი ოპტიმიზმის ფონზე ვითარდება. თუმცა მიმომხილველები აღნიშნავენ რომ, ასეთი ტიპის სამშვიდობო შეთანხმებას ექნება უფრო შორეული პერსპექტივის გამოძახილები არამხოლოდ თურქეთისთვის არამედ მთელი რეგიონისთვის.
XS
SM
MD
LG