ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში საზოგადოებრივი ჯგუფები შეიქმნა


Rare pictures in eastern Turkey, PKK train in the Qendil mountains
Rare pictures in eastern Turkey, PKK train in the Qendil mountains

თურქეთის ცნობილი სახეები ქურთისტანის მუშათა პარტიასთან სიტუაციის მოწესრიგებისთვის შეხვედრებს თურქულ პროვინციებში მართავენ

თურქეთის მთავრობა ცდილობს რომ შექმნას სამოქალაქო მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან სამშვიდობო პროცესისთვის.

თურქეთის ხელისუფლებამ შექმნა სხვადასხვა კომიტეტები, სადაც ეგრეთ წოდებული „ მცოდნე ადამიანები“ შევიდნენ. ესენი არიან კარგად ცნობილი პიროვნებები, რომელთა მოვალეობაა ახსნან მიმდინარე მცდელობები რომ დასრულდეს ბრძოლა ქურთ მეამბოხეებსა და თურქეთის სახელმწიფოს შორის. თუმცა ეს ინიციატივა კამათს იწვევს.

თურქეთის მთავრობის ინიციატივამ „ მცოდნე ადამიანების“ შესახებ ქვეყნის 63 ცნობილი სახე შეკრიბა. მათ შორის არიან ცნობილი მწერლები, მსახიობები, პროფკავშირების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. მათი მიზანია ხელი შეუწყონ მცდელობას რომ დასრულდეს ხელისუფლების სამხედრო ძალებსა და ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეებს შორის დაპირისპირება. სტამბოლის ბაქჩესირის უნივერისტეტის პოლიტოლოგი ჩინგიზ აქტარი ამბობს რომ ეს გამჭრიახი ნაბიჯია.

ჩენგიზ აქტარი: ეს კარგი ინიციატივაა, თურქეთს სჭირდება ეს, ადამიანებიც დაინტერესებულნი არიან, ზოგიერთი ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს, ზოგიერთს კი ეჭვი ეპარება რომ ეს სამშვიდობო პროცესს შეუწყობს ხელს. თუმცა ყოველთვის კარგია ხალხთან გასაუბრება თურქეთში, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.

„ მცოდნე ადამიანები“ დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად რომ თურქეთის შვიდი რეგიონი მოიარონ. მთავრობის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, არსებობს ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის იმ რეგიონში, სადაც ქურთები აშკარად დომინანტური ძალაა. ისინი მხარს უჭერენ პატიმრობაში მყოფ ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერს აბდულა ოჯალანს, რომელმაც გასულ თვეს თავის მეამბოხეთა ჯგუფს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შეასრულონ და თურქეთის ტერიტორია დატოვონ. თუმცა იმავე გამოკითხვის თანახმად, სხვა ნაწილში მცხოვრები ადამიანების აზრი ორად გაიყო, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი არის მზად მოლაპარაკებებისთვის.

„მცოდნე ადამიანები“ უკვე ხვდება ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს და პოლიტიკურ პარტიებს. მწერალი სიბელ ერასლანი ამბობს რომ, ამ ინიციატივის ძალა მის მრავალფეროვნებაშია.

სიბელ ერასლანი: განსხვავებულობის მიუხედავად ერთად იკრიბება ეს ხალხი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პირველ შეხვედრაზე ხალხმა დაინახა რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან ასეთ შეხვედრებს რაც ძალიან პოზიტიურია.

ეს ინიციატივა უდიდესმა პრო-ქურთულმა პარტიამ გააკრიტიკა, რომლის სახელია „ მშვიდობის და დემოკრატიის„ პარტია. ისინი ამტკიცებენ რომ ძალიან ცოტა ქურთი და ექსპერტი მსჯელობს ქურთთა კონფლიქტზე „ მცოდნე ადამიანებისგან „ შემდგარ ჯგუფებში. გოხან გუნეიდინი, რომელიც მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური ხალხის პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა მათ ადანაშაულებს რომ მმართველი პარტიის ინტერესების დაცვას ემსახურება.

გოხან გუნეიდინი: ისინი მოგზაურობენ თურქეთის გარშემო და პროპაგანდას უწევენ მმართველ პარტიას . ამ მსახიობებს უნდა ჰქონდეთ ერთი თვისება, ისინი უნდა იყვნენ ობიექტურები და დამოუკიდებლები. მაგრამ არსებობს სერიოზული შეშფოთება რომ შერჩეული ადამიანები არ არიან დამოუკიდებლები.

მიმომხილველები გაფრთხილებას იძლევიან რომ, მიმდინარე სამშვიდობო პროცესი შესაძლოა მმართველი პარტიის ინტერესებს ემსხვერპლოს. ამ კვირაში პარლამენტში იყო დაპირისპირება სამშვიდობო პროცესისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივების საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამოყენებაში დაადანაშაულეს.

პოლიტოლოგი აქტარი ამბობს რომ უდავოდ უფრო მეტი გამჭირვალობაა საჭირო.

ჩენგიზ აქტარი: პოლიტიკა უნდა გახდეს იმდენად გამჭირვალე რამდენადაც შესაძლებელია, რომ არ იყოს მფლობელთან დაკავშირებული და პარტიებთან დაკავშირებული კითხვები, არამედ იგრძნობოდეს რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა. ამდენად ეს უნდა გახდეს გამჭირვალე. საჭიროა ითქვას სიმართლე და მოყვეს შერიგება, საჭიროა ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი, დეცენტრალიზაციის შესახებ, დევნილების დაბრუნებაზე, ამნისტიაზე, სამართლებრივ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

ხელისუფლება ამბობს , რომ ეს ინიციატივა „მცოდნე ადამიანების“ შესახებ სწორედ გამჭირვალობის პრობლემებს პასუხობს. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ რომ, არსებული სამშვიდობო მცდელობის დროს მნიშვნელოვნად არის შეზღუდული საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის უფროსსა და პატიმრობაში მყოფ აბდულა ოჯალანს შორის, ეჭვები მოლაპარაკებების თაობაზე ისევ არსებობს.

კონფლიქტის ექსპერტი, გაზეთ „ მილიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველი, კადრი გიურსელი ამბობს რომ ქურთთა მხრიდანაც არის დიდი მოლოდინი სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაზე, ამიტომ ეს პროცესი უნდა გაღრმავდეს.

კადრი გიურსელი: მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას ქურთთა მოძრაობის დიდი ნაწილი, სამხედრო ფრთა, პოლიტიკური და სამართლებრივი ფრთა, ასევე ქურთთა მშრომელთა პარტია ევროპაში. მათი სისტემატური და რეალური მონაწილეობის გარეშე , მხოლოდ ოჯალანის იმედად , ნაკლებად სარწმუნოა რომ სამშვიდობო პროცესი წინ წავიდეს.

მომავალ ორ თვეს „ მცოდნე ადამიანები“ ქვეყნის გარშემო შეხვედრებს დაუთმობენ რომ შექმნან სამშვიდობო ძალისხმევის იმპულსი თურქებსა და ქურთებს შორის. ინიციატივის მომხრეები ამტკიცებენ რომ ასეთ იმპულსებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს, რათა დაძლიონ პოლიტიკურ-პარტიული დაძაბულობა და გამყარდეს სამშვიდობო პროცესი.
თუმცა კრიტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ კონკრეტული ნაბიჯების გარეშე სამშვიდობო პროცესის გაღრმავების მიზნით, ეჭვები და სკეპტიციზმი უფრო გაიზრდება რამაც საბოლოოდ შეიძლება ის დაანგრიოს კიდეც.
XS
SM
MD
LG