ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქი გენერალი უკვე ბრალდებულია


თურქი გენერალი უკვე ბრალდებულია
თურქი გენერალი უკვე ბრალდებულია

თურქული მედიის ცნობით, პროკურატურამ თურქეთის ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს ბრალდება უკვე წაუყენა. გადამდგარ გენერალს ილკერ ბასბუქს შიდა დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში ედება ბრალი. გენერალი ბასბუქს სეკულარისტი ოფიცრებისგან შემდგარი ქსელის - ერგენექონის შესახებ დაუსვეს შეკითხვები. პროკურატურის მონაცემებით, სამხედროების დაჯგუფება 2003 წელს აფეთქებების მოწყობას და სხვა სახის შეტევებს გეგმავდა, რასაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების დამხობა უნდა გამოეწვია. 1960-და 1997 წლებამდე თურქეთში სამხედრო გადატრიალება ოთხჯერ მოხდა. თურქეთის ხელისუფლებამ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით 300-ზე მეტი ადამიანი დაიჭირა, მათ შორის ჟურნალისტები, მეცნიერები და პოლიტიკოსები.

XS
SM
MD
LG