ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ცენტრალური ბანკი ლირის შველას ცდილობს


დოლართან მიმართებით თურქული ლირის კურსის სარეკორდოდ დაბალ, 7.24ნიშნულზე უეცარმა დაცემამ, აზიის და ევროპის ბაზრები შეარყია. თუმცა, ორშაბათს, როდესაც თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ მზად იყო თურქულ ბანკებს ლიკვიდურობის მენეჯმენტისთვის „ყველა საჭირო ზომით დახმარებოდა“, ბაზრებმა გამოცოცხლება დაიწყეს.

ბანკის განცხადება, ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც თურქეთმა „სამოქმედო გეგმა“ მოამზადა და მისი ამოქმედება ორშაბათისთვის დაიგეგმა. გეგმა მიზნად ისახავს შეარბილოს ბაზართან დაკავშირებული ვნებათაღელვა, რამაც თურქული ვალუტის ფასის დაცემა გამოიწვია.

ცენტრალური ბანკის განცხადების შემდეგ, ლირა დოლართან მიმართებაში 6.61 პუნქტამდე გამყარდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, რომელიც თავის ნატოელ მოკავშირე შეერთებულ შტატებთან მწვავე დაპირისპირებაშია გახვეული, კვირას თქვა, რომ მისი ქვეყნის ვალუტის ღირებულების ვარდნა, თურქეთის წინააღმდეგ „პოლიტიკური შეთქმულების“ ტოლფასია.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან თურქეთის ურთიერთობა საფრთხის ქვეშ არის და მიანიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის ან ფინანსური ბაზრებისთვის დათმობას არ აპირებს, გადაერთვება ახალ ბაზრებზე, ახალ პარტნიორობებზე და ახალ ალიანსებზე.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG