ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა უკან დახევას არ აპირებს


ანკარა უკან დახევას არ აპირებს

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ანკარა არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კითხვაზე იმოქმედებს თუ არა თურქეთის არმია ჩრდილოეთ ერაყში მოქმედი ქურთების რაზმების წინააღმდეგ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა განაცხადა, რომ ტერორისტების გასანადგურებლად ყველა ზომა იქნება მიღებული.

თავის მხრივ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იდრის ნაიმ საჰინმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ერაყის ხელისუფლებასთან და ამ ქვეყნის ჩრდილოეთში მოქმედი ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.

ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრებმა ამ ბოლო დროს გაახშირეს თავდასხმები სამხრეთ თურქეთში პოლიციის საგუშაგოებზე. უკანასკნელი თავდასხმის შედეგად მათ ხუთი პოლიციელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG