ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის არმია შესაძლოა ერაყში შევიდეს


თურქეთის არმია შესაძლოა ერაყში შევიდეს

თურქეთის განცხადებით, შესაძლოა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იდრის ნაიმ საჰინმა განაცხადა. მისი თქმით, ერაყის ხელისუფლებასთან ამ საკითხზე მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, შეტევა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს. ბოლო პერიოდში თურქეთის ტერიტორიაზე კანონგარეშე გამოცხადებულმა ქურთისტანის მუშათა პარტიამ რამდენიმე შეტევა განახორციელა. კვირას სამხრეთ- აღმოსავლეთ თურქეთში მათ პოლიციის შენობებზ მოაწყეს თავდასხმები, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად, თურქეთის ძალებმა რამდენიმე საჰაერო დარტყმა მიიტანეს ჩრდილოეთ ერაყში განლაგებული ამბოხებული ქურთების ბაზებზე. თურქი სამხედროების განცხადებით, ოპერაციების შედეგად 160-ზე მეტი ამბოხებულია მოკლული.

XS
SM
MD
LG