ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთი მეამბოხეების თავდასხმა თურქ ჯარისკაცებზე


ქურთი მეამბოხეების თავდასხმა თურქ ჯარისკაცებზე

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით 7 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, მას შემდეგ რაც მათ სამხედრო კოლონას ქურთმა მეამბოხეებმა ჩასაფრება მოუწყვეს.

თვადასხმა თურქეთ-ერაყის საზღვრის მახლობლად ჰაქარის პროვინციაში მოხდა, რომლიოს დროსაც მეამბოხეებმა 4 ნაღმი ააფეთქეს. დაიჭრა 11 თურქი ჯარისკაცი.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა ქურთისტანის მუშათა პარტია დაადანაშაულა ამ თავდასხმაში და შურისძიებისკენ მოუწოდა თანამემამულეებს.

მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მოთმინების ფიალა აივსო და ქურთი მეამბოხეები მკაცრად დაისჯებიან.

1984 წლის შემდეგ ამ კონფლიქტმა 40 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცლხე შეიწირა.

XS
SM
MD
LG