ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მთავრობამ 35 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა


თურქეთის ხელისუფლებამ ხუთშაბათს 35 ჟურნალისტის და მედიასაშუალებებში დასაქმებული ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა. ბრალდება: ამერიკაში მყოფ თურქ რელიგიურ ლიდერ ფეტულა გულენთან შესაძლო კავშირი, რომელსაც მთავრობა თავის მხრივ გასული წლის ამბოხის მცდელობის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ის პირები, რომელთა დაკავების ორდერებიც გაიცა, ეჭვმიტანილნი არიან შეტყობინებების სპეციალური სისტემის-აპლიკაციის გამოყენებაში, რომელსაც სწორედ გულენის მომხრე-მოკავშირეები იყენებენ ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

სააგენტო "ანადოლუს" ცნობითვე, ჟურნალისტები ეჭვმიტანილნი არიან „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში.“

ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ბოლო საქმისას სტამბოლში 9 ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური გაზეთის, "ბირგუნის" რედაქტორი ბურაკ ეკიჩი.

„თურქი ჟურნალისტების ასოციაცია“ ამბობს, რომ დაახლოებით 150 მედიასაშუალება დაიხურა, 160-მდე თურქი ჟურნალისტი კი ციხეში ჩასვეს 2016 წლის ივლისში წარუმატებელი ამბოხის შემდეგ. ამავე პროცესის ფარგლებში 100 000 -ზე მეტმა საჯარო მოხელემ სამსახური დაკარგა. 50 000-მდე ადამიანი კი დააპატიმრეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG