ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ევროკავშირის ელჩმა თანამდებობა დატოვა


Turkey - EU
Turkey - EU

ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი თურქეთში მოვალეობის შესრულების დაწყებიდან ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში თანამდებობიდან გადადგა. ჰანსიორგ ჰარბერი გერმანელი დიპლომატია, რომელმაც ელჩის პოსტი გასული წლის ოქტომბერში დაიკავა. გადადგომის მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

განცხადება თურქეთს და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გაკეთდა. ანკარამ ვერ შეძლო ევროპის კავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რათა თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ნება დაერთოთ. ეს მოთხოვნა ანკარამ დევნილთა ნაკადის შემცირებაში დახმარების სანაცვლოდ წამოაყენა. ევროკავშირი თურქეთისგან კანონმდებლობაში „ტერორის“ და „ანტიტერორისტული“ ტერმინების განმარტების დაზუსტებას ითხოვდა, რომელსაც ის ჟურნალისტების და პროფესურის დაპატიმრების და დევნის გამართლებისთვის იყენებს.

XS
SM
MD
LG