ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება თურქეთში


პრემიერთან შეხვედრაზე უარი თქვეს სტუდენტებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა

დღეს, თურქეთის პრემიერის შეხვედრამდე დემონსტრანტებთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონსტრანტების ჯგუფის შემადგენლობა თურქეთის მთავრობამ შეარჩია.
ამ მოტივით, პრემიერთან შეხვედრაზე უარი თქვეს სტუდენტებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
თურქეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა სტამბოლის ტაქსიმის მოედანი დემონსტრანტებისგან უკვე გაწმინდა. მთელი ღამის არეულობისა და შეტაკებების შემდე ახლა სტამბოლში შედარებით სიმშვიდეა.
პოლიციის ოპერაცია ტაქსიმის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მოჰყვა.
დემონსტრანტებს შორის საპროტესტო აქციების დროს თურქეთის პრემიერ მინისტრის გადადგომისა და საზოგადოებრივი პარკის რეკონსტრუქციის გაუქმების მოთხოვნები ჭარბობდა. საპროტესტო აქციაში მონაწილე თურქეთის მოსახლეობა ერდოღანს კონსერვატიული ისლამური იდეების გავრცელებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG