ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის პარტიამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა


თურქეთში, კვირის საპარლამენტო არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ. ასეთმა ვითარებამ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საარჩევნო პროცესის გაყალბების შესახებ აალაპარაკა.

სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან ეროვნულ ასამბლეაში ადგილებს 4 პარტია დაიკავებს. ამ სიას პრეზიდენტის პარტია მცირე უმრავლესობით ლიდერობს. კვირის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით ვარაუდობდნენ, რომ განმეორდებოდა ივნისში ჩატარებული არჩევნების შედეგები, როცა ამომრჩევლის ხმების უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოაგროვა. ეს კი ნაწილობრივ განპირობებული იყო პრო-ქურთული გეზის ხალხთა დემოკრატიული პარტიის კარგი შედეგით.

არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ არის დათვლილი ყველა დიდ ქალაქში.

XS
SM
MD
LG