ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე, ირანის საზღვართან, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით არსებობს გარკვეული მსხვერპლი და ნგრევა. მიწისძვრის ეპიცენტრს ვანის პროვინცია წარმოადგენდა. მისი სიმძლავრე კი 7.2 ბალს შეადგენდა.

თურქეთის ვიცე-პრემიერის - ბესირ ატალაის განცხადებით დაახლოებით 30 შენობა და საერთო საცხოვრებელი ქალაქ ერცისშიც დაინგრა. ხოლო ქალაქ ვანში ათამდე შენობა ჩამოინგრა.

თურქეთის პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, მიწისძვრის დროს დაიღუპა 138 ადამიანი და დაშავდა 350.

ამერიკის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამერიკა თურქეთს აღდგენით სამუშაოებში დაეხმარება.

XS
SM
MD
LG