გასულ კვირას თურქეთის მთავარი პროფკავშირის შტაბ-ბინაში პოლიციის რეიდი მოეწყო, რომლის დროსაც ამ ორგანიზაციის ლიდერი და მისი თანამშრომლები დააპატიმრეს.
რეიდი სპეციალური გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც პროფკავშირის და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის არსებულ ურთიერთობებს არკვევს. ეს თურქეთის საგანგებო სასამართლოს და პროკურატურის მიერ მოწყობილი კიდევ ერთი სადაო აქცია იყო.
საგანგებო სასამართლოები, 2005 წელს, თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ თაიფ ერდოღანის ინიციატივით შეიქმნა, რომელმაც სახელმწიფო უშიშროების სასამართლოები ჩაანაცვლა და ტერორიზმთან ბრძოლას და სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთას ისახავს მიზნად.
თურქეთის პროკურატურის მიერ წარმოებაში მიღებული ყველაზე უფრო გახმაურებული საქმეა 2003 წელს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული სემინარი, რომელიც ერდოღანის მთავრობის დამხობის მიზნით, სტამბოლის ისტორიულ უბნებში აფეთქებების მოწყობას და საბერძნეთთან ურთიერთობის ესკალაციის ფონზე სამხედრო გადატრიალების ორგანიზებას ითვალისწინებდა.
სამხედროები უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ამ სემინარზე მხოლოდ შესაძლო სცენარებს განიხილავდნენ და ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
მიუხედავად ამისა, საგანგებო სასამართლოებმა ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი განგაში ატეხეს. გასულ თვეს სტამბოლში ევროკავშირის წარმომადგენელი სტეფან ფულე ჩავიდა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა სასამართლოების მუშაობის გამო.
მისი თქმით: “პროფკავშირები ყოველთვის აკრიტიკებდნენ საგანგებო მოსამართლეების საქმიანობას და ჩვენთვის გასაგებია მათი მოტივები.“
თურქეთში ლეგალურად მოქმედი ყველაზე დიდი ქურთული პარტია 6,000-მდე წევრს ითვლის, მათ შორის 32 არჩეული ქალაქის მერია, რომლებიც ამჟამად ციხეში იმყოფებიან საგანგებო სასამართლეობის განაჩენის მოლოდინში. ამ სასამართლოს ვერდიქტით დაპატიმრებულია 500-მდე სტუდენტი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტი.
2012 წლის დასაწყისში ევროსაბჭოს წარმომადგენელმა, თომას ჰამერბერგმა გააკრიტიკა თურქეთის სასამართლო სისტემა. სასამართლო რეფორმის აუცილებლობის შესახებ ალაპარაკდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანიც.
მაისის დასაწყისში თურქეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ და სამხედროების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შეჩერება მოსთხოვეს.
გადამდგარი გენერლის, ჰალდუნ სოლმაზთურქის განცხადებით: “ამჟამად 400 გენერალი და ადმირალია საპატიმროში, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის ჩათვლით და მიუხედავად ამისა არმია მაინც ლოიალურია ხელისუფლების მიმართ და სამოქალაქო კონტროლს ექვემდებარება.“
იმ დროს, როდესაც თურქეთი ქურთ სეპარატისტებს ებრძვის და მეზობელ სირიასთან ურთიერთობა სულ უფრო იძაბება, ექსპერტები ფიქრობენ, თურქეთის საგანგებო სასამართლოს დღეები დათვლილია.