ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ვერშემდგარი გადატრიალებიდან ერთი წელი გავიდა


სტამბოლი, "მოწამეთა ხიდი", 15 ივლისი, 2017
სტამბოლი, "მოწამეთა ხიდი", 15 ივლისი, 2017

15 ივლისს, თურქეთის მთავრობამ ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების ერთი წლისთავი აღნიშნა. ამავე დღეს ხელისუფლებამ 7,400 საჯარო მოხელე დაითხოვა, პარლამენტის საგანგებო სხდომა ჩაატარა და "ეროვნული ერთობის" აღლუმები გამართა.

განვლილ ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ერდოღანმა "გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერისათვის" 100,000-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლა და 50,000 ადამიანი დააპატიმრა. განვითარებულმა მოვლენებმა თურქული საზოგადოების პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა, მთავრობის ოპონენტები კი რეპრესიებზე აალაპარაკა.

შაბათს, სტამბოლში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოსფორის ხიდზე "მოწამეთა მემორიალი" გახსნა და გადატრიალების მოწინააღმდეგეთ მიაგო პატივი. შაბათსვე ბოსფორის ხიდს "მოწამეთა ხიდი" ეწოდა. 2016 წლის 15 ივლისს სწორედ აქ მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების ტანკებთან შეტაკება.

სტამბოლში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტი ანკარაში დაბრუნდა და პარლამენტის საგანგებო სხდომას დაესწრო. სხდომაზე პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ვერშემდგარი გადატრიალების ღამეს "თურქეთის უბნელესი ღამე" უწოდა, რომელიც "ნათელ დღედ" იქცა.

ამ უქმეებზე, სტამბოლსა და ანკარაში "ეროვნული ერთობის" მსვლელობაში ათასობით ადამიანი ჩაერთვება. სტამბოლში თურქეთის მთავრობა ერთი წლისწინანდელი მოვლენების ამსახველ ბანერებს გამოფენს.

"აშშ დემოკრატიის შენარჩუნებას მიესალმება"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ქებით მოიხსენია "ყველანაირი წარმომავლობისა და პოლიტიკური შეხედულების" მიმდევართა ქმედება, როცა მათ ქუჩაში თურქეთის "დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლებებისა და თავისუფლებების შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი.

"მათი ქმედება შეგვახსენებს, რომ დემოკრატიის შენარჩუნება მოითხოვს თავდადებას, ტოლერანტობას, საპირისპირო აზრის და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას,-" ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG