თურქეთის პოლიცია იუწყება, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ვანში მანქანის აფეთქების შედეგად სულ მცირე 48 ადამიანი დაშავდა.
აფეთქება ადგილობრივი მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ და გუბერნატორის ოფისს შორის არსებულ მონაკვეთზე მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა აქამდე არავის აუღია.
აფეთქებას წინ უძღოდა რეგიონში 28 მერის თანამდებობიდან გათავისუფლება. მათ ბრალად ედებათ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობა. პრეზიდენტ რეჯეპ ტაეპ ერდოღანის განცხადებით, ისინი თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინათ.