ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქულმა პოლიციამ 350 თანამშრომელი დაითხოვა


ათხოვნილთა შორის იყვნენ ანკარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები

თურქული მედია იუწყება, რომ პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დედაქალაქში თითქმის 350 პოლიციელი გაათავისუფლა სამსახურიდან იმ დროს, როცა კორუფციასთან დაკავშირებული მზარდი სკანდალი მის მმართველობას დაემუქრა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დათხოვნილთა შორის იყვნენ ანკარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები. ზოგიერთი მათგანი გადაიყვანეს საგზაო პოლიციის დეპარტამენტში ან ქალაქის გარეთ განლაგებულ პოლიციის განყოფილებებში.

ეს ნაბიჯი მოჰყვა პრემიერ ერდოღანის მცდელობებს, შეაჩეროს მაღალი დონის მექრთამეობის და კორუფციის გამოძიება. ბატონი ერდოღანი ამბობს, რომ ეს არის მისი მთავრობის დასამხობად განზრახული, უცხოეთის მიერ შემუშავებული გეგმა.
XS
SM
MD
LG